გაკვეთილის გეგმები


                        გაკვეთილის გეგმა                                         
გაკვეთილის  თემა
საჭმლის მომნელებელი სისტემა
(თემის შემაჯამებელი გაკვეთილი).
საგანი
ბიოლოგია
სწავლების საფეხურები
საშუალო , კლასი X.
მასწავლებლის სახელი გვარი
მარინა ღორჯომელაძე
                   
კლასში  13 მოსწავლეა ,სსსმ მოსწავლე-0.
საჭირო დრო
45 წუთი –1 გაკვეთილი
სრანდარტი
ბიოლ.x.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა,ორგანიზმის ზრდა–განვითარებისათვის და ენერგიის უზრუნველსაყოფად.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე მსჯელობს,არგუმენტირებულად ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის და წარმოადგენს სქემის სახით.


   
ერ.სასწ.გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი.
ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისთვის და ენერგიით მომარაგებისთვის.
.ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს და ადგენს მათ შორის პრინციპულ განსხვავებას.
 .აღწერს საკვები ნივთიერებების გზას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უჯრედებამდე.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები.
 მოსწავლეებმა იციან ორგანული და არაორგანული ნივთიერებების ფუნქციები. გამომუშავებუ
ლი აქვთ:ტექსტის გაგების,გაანალიზების უნარები.გამოთქვამენ აზრს,შეუძლიათ დამოუკიდებლად,წყვილებში,ჯგუფურად მუშაობა.ფლობენ ცოდნის ტრანსფერის უნარებს,შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა.
გაკვეთილი აქტუალურია,რადგან მასში მოაზრება 21–ე საუკუნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხები:ბულემია–ჭარბწონიანობა,რომელიც ძირითადად განვითარებული ქვეყნებისპრობლემაა,მარაზმი–ზოგადი გამოფიტვა და უამრავი სხვა დარღვევები.მოსწავლემ ამ ასაკივე უნდა გააცნობიეროს,რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს არასრულფასოვან კვებას,ცხოვრების არაჯანსაღ წესს,დაიცვას პირადი ჰიგიენა და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.
შეფასება
შეფასებისას გამოვიყენებ ,როგორც განმსაზღვრელ,ისე განმავითარებელ შეფასების რუბრიკებს,ასევე გამოვიყენებ თვითშეფასების კითხვარს.

სასწავლო
რესურსები
სახელმძღვანელო,კომპიუტერი,პროექტორი,ფლიპჩარტები,მარკერები,წებოვანი ქაღალდები,მოსწავლეების
მიერ შესრულებული ნახატები.ვიდეო მასალა.

აქტივობები
1.საორგანიზაციო  საკითხის მოგვარება,გაკვეთილის თემისა და მიზნის,შეფასების რუბრიკების წარდგენა.
2.საშინაო დავალების განხილვა/პრეზენტაცია.
3.ფილმის პრეზენტაცია“საჭმლის მონელება“.
4.კითხვების დასმა.
5.დიფერენცირებულ დავალებებზე მუშაობა ჯგუფებში.
6.ნამუშევრების პრეზენტაცია.
7.დასკვნის გაკეთება 3,2,1. მეთოდის  გამოყენებით.
8.შეფასება.
9.საშინაო დავალება.
გაკვეთილის მსვლელობა

A–ფაზა–გამოწვევა–10წთ.
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზაციის ფორმა
შეფასება
საორგანიზაციო
საკითხის
მოგვარება,გაკვე–
თილის თემისა
და მიზნის,შეფა–
სების რუბრიკების
წარდგენა.
მოსწავლეთა
მობილიზება
საგაკვეთი–
ლო პროცე–
სისთვის.

2–წთ.
მთელი
კლასი.

2.საშინაო დავა–
ლების განხილვა,
პრეზენტაცია.
საზოგადოების
პრობლემის
წარმოჩენა.
8–წთ.
ჯგუფური
დაკვირვება

B–ფაზა–შინაარსის რეალიზება–25–წთ.
აქტივობა

ფილმის პრეზენტაცია
„საჭმლის მონელება“.
მიზანი


მომნელებელი
ორგანოების,
ამოცნობა და
ფუნქციების
დასახელება.
დრო 5–წთ
ორგანიზაციის
ფორმა

მთელი კლასი


შეფასება


დაკვირვება

აქტივობა–4. 10– წთ.
.კითხვების დასმა–ერთობლივი ინტერაქცია.
აქტივობი მიზანი:თემის შეჯამება.
1.რისთვის სჭირდება ადამინს საკვები?(არსებობისთვის).
2.რა პროცესები მიმდინარეობს პირის ღრუში?(ქიმიური და ფიზიკური დამუშავება).
3.რისგან შედგება კბილი? (გვირგვინი,ყელი,ფესვი.)
4.რომელი პროცესები მიმდინარეობს კუჭში?(იწყება ცილების დაშლა).
5.რატომ არ მოინელება კუჭის კედელი, კუჭის წვენის მიერ?(ლორწოვანი შრე იცავს).
6.სად სრულდება მონელების პროცესი?(წვრილ ნაწლავში).
7.ჩამოვთვალოთ მსხვილი ნაწლავის ფუნქციები:(წყლის შეწოვა,ცილის ლპობა,ნახშირწყლების დუღილი).
8.ჩამოვთვალოთ ღვიძლის ფუნქციები:(გლიკოგენის შენახვა,სისხლის დეპო,ნაღვლის გამოყოფა.)
5.აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების
ფორმა
შეფასება
დიფერენცირე–
ბულ დავალებაზე
მუშაობა
თანამშრომლობი–
თი უნარების განვითარება.
5–წთ
ჯგუფური
განმსაზ–
ღვრელი
მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს, რომელზეც მოცემულია სქემები(ორი განსხვავებული ვარიანტი),ასევე აძლევს ინსტრუქციას;ჯგუფურად შეავსონ მოცემული სქემები,საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ სახელმძღვანელო.ჯგუფიდან თითო წევრი მოახდენს ჯგუფის მუშაობის პრეზენტაციას.
სქემა–1.
ავტოტროფული კვების ტიპი
საერთო
ჰეტეროტროფული
კვების ტიპი








სქემა–2.

საჭმლის მონელება
პირის ღრუში
საერთო
საჭმლის მონელება
კუჭში









აქტივობა–6.–ნამუშევრის პრეზენტაცია.
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების

ფორმა
შეფასება
ნამუშევრის
პრეზენტაცია
არსებული
ცოდნის დემონსტრირება
5–წთ
ჯგუფური
განმსაზღვრელი

C-ფაზა–რეფლექსია–10–წთ.
აქტივობა–7.
მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამების მიზნით,იყენებს მეთდს:3,2,1.მოსწავლეებს სთხოვს წინასწარ დარიგებულ წებოვან ფურცლებზე დაწერონ :სამი,რაც ყველაზე საინტერესო იყო,ორი რაც ახალი იყო და ერთი,რაზეც მეტი უნდათ,რომ იცოდნენ.მასწავლებელი პასუხებს აკრავს ფორმატზე და ამის გათვალისწინებით გეგმავს მომდევნო გაკვეთილს.
–ეს აქტივობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ინფორმაციის დახარისხების უნარ–ჩვევებს.
აქტივობ–7.შეფასება.
აქტივობა–8.საშინაო დავალება.
მოიძიონ ინფორმაცია საკვები ნივთიერებების უკმარისობით გამოწვეულ დაავადებებზე.
გამოყენებული სტრატეგიები:ერ.საწ.გეგმა.
მასწავლებლის თვითშეფასება.
–რა ვერ შევძელი?
–რატომ ვერ შევძელი?
–რა მაქვს შესაცვლელი, სასწავლო მიზნების უკეთ მისაღწევად?
                             ჯგუფური მუშაობის შეფასების  სქება.


კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკ–
მაყოფილებელია.
ჯგუფის მუშაობა
წარმატებულია.
ჯგუფის წევრების ჩარულობა მუშაობაში.
ყველა წევრი არ
არის ჩართული.
უმრავლესობა
ჩართულია.
ყველა
ჩართულია
ურთიერთმო–
სმენისა და აზრის გაზიარების
უნარი.

კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და
არის ხმაური,არ
იზიარებენ
ერთმანეთის აზრს.
ხმაურობენ,
ნაკლებად
იზიარებენ
ერთმანეთის
აზრს.
უსმენენ
ერთმანეთს,
იზიარებენ
ერთმანეთის აზრს.
ინსტრუქციის მიხედვით
მუშაობა.
ზუსტად ვერ
მიყვებიან
ინსტრუქციას.
ნაწილობრივ
მიყვებიან
ინსტრუქციას.
მუშაობენ
ინსტრუქციის
მიხედვით.
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან
განსაზღვრულ
დროში.
უმნიშვნელოდ
გააცდინეს
დრო.
დაიცვეს
დროის
ლიმიტი.
+

                                
გაკვეთილის გეგმა "უჯრედი"

გაკვეთილის თემა
უჯრედი.უჯრედის აგებულება.
საგანი
ბიოლოგია
სწავლების საფეხური
საბაზო,VII-კლ.
მასწავლებელი

მარინა ღორჯომელაძე
მოსწავლეთა
პროფილი
კლასში 8–მოსწავლეა,სსსმ–მოსწავლე–0.
საჭირო დრო
45–წთ.
სტანდარტი
ბიოლ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა  და განვითარების ერთეულზე.
მიზანი
მოსწავლე ამოიცნობს ილუსტრაციაზე და სწორად ასახელებს სხვადასხვა ორგანელის სახელწოდებას, აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან.
ესგ-ის
შედეგი.
მისაღწევი შედეგის
ინდიკატორები.
.მსჯელობს უჯრედზე,როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ,ფუნქციურ და განვითარების ელემენტალურ ერთეულზე.
 .ამზადებს დროებით პრეპარატს, იყენებს სინათლის მიკროსკოპს დაკვირვებისთვის, შედეგებს წარმოადგენს ნახატის სახით.
.ილუსტრაციაზე ამოიცნობს სტრუქტურებს და ასახელებს, მათ ფუნქციებს.
მოსწავლეთა
წინარე
ცოდნა და
უნარ-
ჩვევები.

მოსწავლეებმა იციან მიკროსკოპის აგებულება,პრეპარატის მომზადება.გამომუშავებული აქვთ ტექსტის გაგების,გაანალიზების უნარები.შეუძლიათ დამოუკიდებლად,წყვილებში,ჯგუფურად მუშაობა.
გაკვეთილის
მნიშვნელობა/
აქტუალობა.
გაკვეთილი აქტუალურია,რადგან თუ გვინდა ,რომ ორგანიზმის აგებულება ვისწავლოთ,უნდა ვიცოდეთ უჯრედის სტრუქტურა.
შეფასება
განმავითარებელი-კომენტარით,განმსაზღვრელი-ქულა.
სასწავლო
რესურსი.
მიკროსკოპი,ხახვი,ფლიპჩარტები, მარკერები,სტიკერები.დაჭრილი ტექსტი,სახელმძღვანელო.
                                     აქტივობები
1.საორგანიზაციო საკითხის მოგვარება,გაკვეთილის თემის და მიზნის, შეფასების რუბრიკების წარდგენა.
2.კლასთან ერთობლივი ინტერაქცია,კითხვების დასმა,წინარე ცოდნის გააქტიურება.
3.ხახვის ქერქლის პრეპარატის მომზადება.
4.ჯიქსოუ მეთოდის გამოყენება.
5.ჯგუფური მუშაობა.
6.ახალი მასალის წარდგენა.
7.ვიცოდი,გავიგე,მინდა გავიგო ცხრილის შევსება.
8.შეფასება.
9.საშინაო დავალება.
                                            გაკვეთილის მსვლელობა.A-ფაზა-10-წთ.
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების
ფორმა
რესურსი
საორგანიზაციო
საკითხის
მოგვარება.
მოსწავლეთა
მობილიზება
საგაკვეთილო
პროცესისთვის.
2-წთ.
საკლასო
ფლიპჩარტი
მარკერი.
კლასთან ერთობრივი
ინტერაქცია,
კიტხვების დასმა.
შესწავლილი
მასალის გაა-
ქტიურება.
8-წთ.
მთელ
კლასთან
მუშაობა
დაკვირვების
საფუძველზე
განმავითარებელი
შეფასება.

1.რა არის უჯრედი?(ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი).
2.რატომ არის აქტუალური უჯრედის შესწავლა.(თუ გვინდა,რომ სხეული შევისწავლოთ,უნდა ვიცოდეთ უჯრედის აგებულება).
3.ვინ აღმოაჩინა უჯრედი?(რობერტ ჰუკმა).
4.გაიხსენეთ ვინ აღმოაჩინა მცენარეული უჯრედი?(მათიას შლეიდენმა).
5.როგორ დაასკვნა თეოდორ შვანმა, რომ ცხოველის ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება.(მიკროსკოპით დაინახა ცხოველური უჯრედი)
6.მოიყვანე არგუმენტები,რომ უჯრედები ქსოვილს ქმნის.
7.გავიხსენოთ ფოტოსინთეზის განმარტება.(არაორგანული ნივთიერებისგან,ორგანული ნივთიერების წარმოქმნის პროცესი.)
                          B-ფაზა-შინაარსის რეალიზება-25-წთ
აქტივობა-3.
მიზანი
დრო
ორგანიზების
ფორმა
რესურსი
შეფასება
პრაქტიკული
სამუშაო.ხახვის
ქერქლის ანათალის
დანახვა.
ილუსტრაცი-აზე ნანახის,პრაქტიკულად ნანახთან
შედარება.
5წთ
ჯგუფური
მიკროსკოპი,სტიკერები.
განმავითარე-
ბელი.
კითხვა: გაამართლა რასაც  ელოდით? (არ  გამართლდა, რადგან სინათლის მიკროსკოპში ყველა ორგანელი არ ჩანს.)
აქტივობა #4
მეთოდი
მიზანი
დრო
ორგანიზება
რესურსი
შეფასება
ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებით  ორგანელების დაწყვილება მათ ფუნქციებთან
მოსწავლე უშეცდომოდ აკავშირებს ორგანელს ფუნქციასთან
5 წთ.
ჯგუფური
დანაწევრებული ამობეჭდილი ტექსტი.
განმავითარებელი



აქტივობა #5
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსი
შეფასება
სხვადასხვა ტიპის უჯრედის შედარება
ინფორმაციის გაგება, გააზრების შემოწმება. სოც. უნარჩვევების განვითარება
7- წთ.
ჯგუფური

განმსაზღვრელი

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც მოცემულია სქემები. (ორი განსხვავებული ვარიანტი) ასევე აძლევს ინსტრუქციას: ჯგუფებში შეავსონ მოცემული სქემები: საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ სახელმძღვანელო. ჯგუფიდან თითო წევრი მოახდენს პრეზენტაციას.
სქემა #1
მცენარეული უჯრედი
საერთო
ცხოველური უჯრედი













სქემა #2
მცენარეული უჯრედი
საერთო
სოკოს უჯრედი













აქტივობა #6. 8-წთ.
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი;
მეთოდი - მინი ლექცია;
მიზანი: კავშირის დამყარება უჯრედსა  და ერთუჯრედიან ორგანიზმებს შორის;
C-ფაზა - რეფლექსია-10 წთ.
აქტივობა #7
მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამების მიზნით, იყენებს მეთოდს: ვიცოდი, გავიგე, მინდა გავიგო. მოსწავლეები წინასწარ დარიგებულ წებოვან ფურცლებზე აფიქსირებენ აზრს და აკრავენ დაფასთან არსებულ ფორმატზე. „მინდა გავიგო“-ს გათვალისწინებით დაიგეგმება შემდეგი გაკვეთილი.
აქტივობა #8
საშინაო დავალება:გაკვეთილის ბოლოს არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. გვ. 111. სავარჯიშო 1,2,3,4,5. ავტ. მ. მაყაშვილი.
გამოყენებული სტრატეგიები: ეროვნული სასწავლო გეგმა.
მასწავლებლის თვითშეფასება:
Ø რა ვერ შევძელი?
Ø რატომ ვერ შევძელი?
Ø რა მაქვს შესაცვლელი, სასწავლო მიზნების უკეთ მისაღწევად?

ჯგუფის წევრის მუშაობის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
1–5
6–7
8–10
მოსწავლე კარგად აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე საუბრობს კონსტრუქციულად, საკითხი სირგვლივ
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე ყურადღებით უსმენსსხვებს
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული აზრის აღიარება და აზრის გამოხატვა ს ხვისი შეურაცხყოფის გარეშე
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია კომპრომისზე წასვლა ჯგუფის ინტერესებისათვის
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე სამუშაოს ასრულებსდროულად და ხარისხიანად
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის


Комментариев нет:

Отправить комментарий

მეცხრე დღე

შევაჯამეთ ინტელის ძირითადი კურსი, გამოვაქვეყნეთ  ჩვენი ნამუშევრები.