იცით თუ არა რომ...


  პლანეტის ყველაზე საშიშ ბინადართა ათეული
 მოსკიტები-პირველობას არ თმობენ,ყველაზე მომაკვდინებელნი არიან.კოღოების ნაკბენთა უმეტესობა მხოლოდ ქავილს იწვევს.მოსკიტები კი საშიში დაავადებების :მალარიის,ყვითელი ციების,დენგეს ენცეფალიტის გადამტანნი არიან.მათი ნაკბენით წელიწადში სამ მილიონ კაცზე მეტი კვდება.

  მეორე ადგილი შხამიან გველებს ეკუთვნით.წელიწადში მთელ მსოფლიოში 50 000-ათასი კაცი კვდება გველის ნაკბენით.ყველაზე მეტი აზიურ კობრას ნაკბენით იღუპება. ცნობილია,რომ გველი პირველი არ ესხმის  თავს ადამიანს.მხოლოდ მას კბენს,ვინც შეაწუხებს.ყველაზე საშიშია შუააზიური კობრას,გიურზას და ეფის ნაკბენი.


  მესამე ადგილს მტკიცედ ინარჩუნებენ შხამიანი მედუზები.განსაკუთრებით საშიშია ავსტრალიური მედუზა,მას 4მ. სიგრძის 60-მდე საცეცი აქვს, ყოველ საცეცს 5000შხამიანი უჯრედი 60 კაცის მოსაკლავად სამყოფი  ტოქსინი გააჩნია.



   მეოთხე ადგილზეა მაიმუნი.მაიმუნების ჯოგი თავს ესხმის ბავშვებს, არც უფროსებს ერიდება,ართმევს საკვებს.პრიმატები ძარცვავენ სოფლებს, აკითხავენ ქალაქელთა მაცივრებს.ამასთან,ადამიანებისგან ითვისებენ ეშმაკურ მანერებს, ხანდახან კარზე დაკაკუნებასაც კი ახერხებენ და ატყუებენ მათ.


   მეხუთე ადგილს ინარჩუნებს დიდი, თეთრიზვიგენი.თეთრი ზვიგენები ბინადრობენ ოკეანეთა თბილ წყლებში,ასევე ხმელთაშუა ზღვისა და იაპონიის ძღვებში.ამ თეთრი მკვლელის სიგძე 12 მეტრამდე იზრდება.ის ყველაზე საშიში,მრისხანე  და ძლიერი ცხოველია.

   მეექვსე ადგილზეა ნიანგი.ავსტრალიასა და აფრიკის  ბევრ ქვეყანაში მასზე საშიში ცხოველი არ არსებობს.ჩრდილოეთ ავსტრალიის  ტროპიკებში  ასი ათასამდე  რეპტილიაა.

     მეშვიდე ადგილზე სპილო დგას.აფრიკული და ინდური სპილოები წელიწადში 500–მდე კაცს კლავენ.განსაკუთრებით საშიშია მძუნაობის დროს ჯოგიდან განდევნილი მოხეტიალე სპილო.ის ნებისმიერ მოძრავ ობიექტს ესხმის თავს.


   მერვე ადგილი ეკუთვნის თეთრ დათვს.არქტიკაში ძალიან უფრთხილდებიან, რის გამოც ისე გამრავლდნენ და გათამამდნენ,რომ შიშის გრძნობა დაკარგეს,აგრესიულები გახდნენ და დასახლებულ ადგილებსაც ესხმიან თავს.


   მეცხრე ადგილზეა აფრიკული ხარი.ამ ცხოველს, არც კაცის ეშინია და არც თანამოძმის.ზოგჯერ 900–კგ–ს იწონის და 2–მ. სიგრძისაა.რქები ძალიან მსხვილი აქვს.რქის სარეკორდო სიგრძე195–სმ–ია.განსაკუთრებით განვითარებული აწვს ყნოსვა,უცებ გრძნობს მოახლოებულ ობიექტს და მაშინვე ესხმის თავს.


     მეათე ადგილი შხამიან ბაყაყს უჭირავს.ბუდობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მადაგასკარზე.მას ზურგზე განლაგებული აქვს ტოქსინების გამომყოფი ჯირკვლები.ერთი ოქროსფერ იბაყაყის მიერ გამოყოფილ შხამს 10 კაცის მოკვლა შეუძლია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

მეცხრე დღე

შევაჯამეთ ინტელის ძირითადი კურსი, გამოვაქვეყნეთ  ჩვენი ნამუშევრები.